„საქართველო და კათოლიკური სამყარო (ისტორიული და კულტურული ასპექტები)“

2019 წლის  7 ივნისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე:

„საქართველო და კათოლიკური სამყარო

(ისტორიული და კულტურული ასპექტები)“

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის მიღების მსურველებს, გთხოვთ, განაცხადის ფორმა (მომხსენებლის სახელი, გვარი, აკადემიური/სამეცნიერო თანამდებობა/წოდება, სამუშაო ადგილი), მოხსენების სათაური და თეზისები (არაუმეტეს 100 სიტყვისა) ქარ­თულ და ინგლისურ ენებზე, 2019  წლის 15 მაისამდე გამოაგზავნოთ ელექტრონულად შემდეგ მისა­მართ­ზე: erekle1770@hotmail.com.

კონფერენცია იმუშავებს ორ სექციად:   

1. ისტორია;

2. კულტურული მემკვიდრეობა.

მიიღება კონფერენციის თემასთან და მიმართულებებთან დაკავში­რე­ბული მოხსენებები. კონფერენციის პროგრამა თეზისებითურთ დაიბეჭდება და კონ­ფერენციის დღეს დაუ­რიგდება თითოეულ მონაწილეს, ხოლო ელექტრონულად დაეგზავნებათ ერთი კვირით ადრე.  

კონფერენცია ტარდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული სამეცნიერო საგრანტო პროექტის - „კათოლიკობა და კათოლიკეები საქართველოში XIX-XXI საუუნეებში (ისტორია, კულტურა, თანამედ­რო­ვეობა)“ (FR17_416) - ფარგლებში.

მისამართი: ბსუ, ნინოშვილის 35, I კორპუსი, III სართ., აუდიტ. №55 (პლე­ნარული სხდომა, 10-13 სთ.), აუდიტ. №44 და №45 (სექციები, 14-18 სთ).

საკონტაქტო პირი: კახაბერ სურგულაძე (+995 599 30 91 91)

ირაკლი ბარამიძე (+995 577 30 40 20)


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა