ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოხატავს ცნობილი მეცნიერის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპოდენტის, პროფესორ გურამ ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო. ბატონმა გურამ ლორთქიფანიძემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული არქეოლოგიის განვითარებასა და მომავალი თაობების აღზრდაში. აკადემიკოსი ავტორია 12 მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოსი, დაწერილი აქვს 300-მდე სამეცნიერო ნაშრომი.
უკან |