ღია კონკურსი ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

კონკურსის გამოცხადებისა და საკონკურსო პირობების შესახებ ინფორმაცია

  1. გამოცხადდეს ღია კონკურსი იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დარგობრივ დეპარტამენტში საერთაშორისო ურთიერთობის მიმართულებით ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად.
  2. საკონკურსო განცხადება, კონკურსანტის ანკეტა და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს 2019 წლის 25 აპრილიდან  01 მაისის ჩათვლით, 10 საათიდან 16 საათამდე (უქმე დღეების გარდა), ბსუ-ს საპროცედურო კომისიაში შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის N35/32, პირველი კორპუსი, ოთახი N2 (მატერიალური სახით წარმოდგენამდე კონკურსანტებმა საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ ელექტრონულად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - bsukonkursi@bsu.edu.ge);
  3. კონკურსი ჩატარდება 2019 წლის 02 მაისიდან   03 მაისის ჩათვლით;
  4. საკონკურსო კომისიების შემაჯამებელი ოქმები არაუგვიანეს 2019 წლის 06 მაისისა   გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე (www.bsu.edu.ge).
  5. კონკურსში გამარჯვებულ პირთან შრომითი ხელშეკრულებები გაფორმდება 2019 წლის 10 მაისიდან.
  6. კონკურსის ძირითადი პირობებია:
    6.1. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე 4 წლის ვადით აირჩევა დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:
    ა) ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს კლასიფიკატორის 2.3,  2.4 (ქართველოლოგიური დარგებისათვის), 2.6  ან  3.3 ქვეპუნქტებით განსაზღვრული ერთ-ერთი ნაშრომი/მონოგრაფია;
    ბ) ბოლო 5 წლის განმავლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული და გამოქვეყნებულია შესაბამისი თეზისი/თეზისები კლასიფიკატორის 1.3 (ქართველოლოგიური დარგებისათვის) ან 1.4 ქვეპუნქტით განსაზღვრულ სამეცნიერო ღონისძიებაში;
    გ) შესაბამისი მიმართულებით მომზადებული აქვს ჯგუფში მუშაობის/პრაქტიკულის/ლაბორატორიული სამუშაოს ან სხვა აქტივობის სასწავლო მასალა.
  7. ონკურსში მონაწილეობის მსურველმა საპროცედურო კომისიაში უნდა წარადგინოს:
    ა) პირადობის მოწმობის ასლი;
    ბ) ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო– პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვა, დამოწმებული/გაცემული შესაბამისი დაწესებულების მიერ) ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული განცხადების წარმოდგენამდე 10 დღის ვადაში.
    გ) საკონკურსო     თანამდებობის     შესაბამისი     მიმართულების     სილაბუსი (სილაბუსები);
    დ) ბსუ-ს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესით მოთხოვნილი, ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო თანამდებობის შესაბამისი ერთი სამეცნიერო ნაშრომი (სტატია), რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის სამეცნიერო საქმიანობას - საკონკურსო კომისიის მიერ შეფასებისათვის;
    ე) დარგის სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის კონცეფცია უმაღლესი აკადემიური განათლების პირველი საფეხურისთვის; 
    ვ) შესაბამისი აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლი (უცხო ქვეყნაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    ზ) 2 ფოტოსურათი (ზომა 3x4);
    თ) განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (ბსუ-ს  წარმომადგენლობითი საბჭოს  2017 წლის 27 ივლისის  Ν04 გადაწყვეტილებით  დამტკიცებული ,,აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის“ თანდართული  ფორმა - დანართი N3), 
    ი) კონკურსანტის ანკეტა (ბსუ-ს  წარმომადგენლობითი საბჭოს  2017 წლის 27 ივლისის  Ν04 გადაწყვეტილებით  დამტკიცებული ,,აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის“ თანდართული  ფორმა - დანართი N4);
    კ) ჯგუფში მუშაობის/პრაქტიკულის/ლაბორატორიული სამუშაოს ან სხვა აქტივობის სასწავლო მასალა.
  8. 65 წელს მიღწეული პირის კონკურში მონაწილეობის მიზანშეწონილობის საკითხს ფაკულტეტის დეკანის წარდგინების საფუძველზე განიხილავს და გადაწყვეტს ბსუ-ს აკადემიური საბჭო და მიღებული დადგენილება გამოქვეყნდება ბსუ-ს ვებგვერდზე.
  9. ბსუ-ს წესდების, ,,ბსუ-ს აკადემიური პერსონალის აფილირების, აკადემიური დატვირთვის განსაზღვრისა და შრომის ანაზღაურების  წესის დამტკიცების შესახებ“ ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2016 წლის 12 სექტემბრის N3 გადაწყვეტილების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის დამტკიცების თაობაზე’’ ბსუ-ს  წარმომადგენლობითი საბჭოს  2017 წლის 27 ივლისის  Ν04 გადაწყვეტილების და წინამდებარე ბრძანების  გაცნობა შესაძლებელია ბსუ-ს ოფიციალურ ვებგვერდზე (კონკურსების ველში).
  კონკურსანტის განცხადების ფორმა
  კონკურსანტის ანკეტის ფორმა
  კლასიფიკატორი
  აფილირების წესი
  აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესი
  აკადემიური და მოწვეული პერსონალის საქმიანობის შეფასების წესი
  ბსუ-ს წესდება

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა