სტუდენტური პროექტების კონკურსში გამარჯვებული პროექტები

პროექტი: "ლიბერრუმი"

ლიბერრუმი - წარმოადგენს პროექტს, რომელიც დაფინანსებულია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური საგანმანათლებო და სამეცნიერო პროექტების ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს სტუდენტებში განსხვავებულ აზრთა და პლურალიზმის მიმღებლობის ხელშეწყობას საჯარო დისკუსიებისა და ლექციების ორგანიზებით.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა საჯარო ლექცია-დისკუსიები სხვადასხვა მომხსენებლების მიერ (ჯამში 10 შეხვედრა).

პროცესების მაქსიმალური შედეგიანობა დამოკიდებულია სტუდენტთა აქტივობასა და ჩართულობაზე. გარდა დასწრებისა და დისკუსიაში მონაწილეობისა, მნიშვნელოვანია სტუდენტების ჩართვა მომხსენებელთა არჩევისას, რათა  გავითვალისწინოთ სურვილები და საჭიროებები.

გთხოვთ გადახვიდეთ შესაბამის ველზე და შეავსოთ მოცემული კითხვარი, შემდეგ კი დაელოდოთ მომხსენებელს: "ლიბერრუმის - აპლიკაცია"

 

 

პროექტი: "სტუდენტები აკადემიური განვითარებისთვის"

რეგისტრაციის ვადები: 2019 წლის 30 მარტი;

პროექტი მიზნად ისახავს სტუდენტებში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მიმართ ცნობიერების ამაღლებასა და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარებას. აღნიშნული მიზნების განხორციელებისთვის დაგეგმილია 2 საჯარო ლექცია და 4 ტრეინინგი, მათ შორის:

1. ერთი ლექცია - კვლევაზე დაფუძნებული სწავლება და სამეცნიერო კვლევების ხარისხის მნიშვნელობა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების განვითარებისთვის;

2. ერთი ლექცია - აკადემიური არაკეთილსინდისიერება და მასთან ბრძოლის პრაქტიკები - როგორ ვებრძოლოთ პლაგიატს?!;

3. ორი ტრეინინგი - სამეცნიერო სტატიის, სამეცნიერო პოპულარული სტატიისა და რეფერატული ნაშრომების წერა;

4. ორი ტრეინინგი - სამეცნიერო კვლევითი პროექტების შემუშავება და წერა. პროექტი დაფინანსებულია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის "სტუდენტური პროექტების კონკურსის" ფარგლებში.

პროექტში მონაწილეობა შეუძლია მხოლოდ ბსუ-ს სტუდენტებს. გადადით აპლიკაციაზე: "სტუდენტები აკადემიური განვითარებისთვის"

დამატებითი ინფორმაცია: "სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება - ბსუ"

ელ. ფოსტა: sss@bsu.edu.ge

მობ. ტელეფონი:  577417701

 

 

პროექტი: "ეკონომიკური დებატები - ბსუ 2019"

რეგისტრაციის ვადები: 2019 წლის 31 მარტი

"ეკონომიკური დებატები ბსუ - 2019" მიზნად ისახავს სხვადასხვა უნივერსიტეტების ეკონომიკური პროფილის სტუდენტების ურთიერთობის გაღრმავების პროცესის ხელშეწყობას ფორმალური დებატების გზით.

პროექტი მოიცავს 4 ლექცია/დისკუსიას შერჩეული ეკონომიკური საკითხების ირგვლივ, ინტენსიურ ტრენინგ კურსს დებატების ტექნიკაში, კერძოდ, საპარლამენტო ფორმატში და ეკონომიკური დებატების ტურნირს.

პროექტი განხორციელდება 10 -15 აპრილის პერიოდში ქალაქ ბათუმში და სრულად ანაზღაურდება ტრანსპორტირების, ცხოვრებისა და სხვა საჭირო სატრენინგო მასალების ხარჯები.

გუნდური რეგისტრაციის დროს აუცილებელია, რომ გუნდის ერთი წევრი მაინც იყოს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი, ხოლო მეორე წევრი ნებისმიერი სხვა ფაკულტეტისა (შერჩევის დროს უპირატესობა მიენიჭება გუნდებს, რომელთა ორივე წევრი ეკონომიკური/ბიზნეს პროფილის ფაკულტეტის სტუდენტია). პროექტისთვის შეირჩევა 40 სტუდენტი, რომელიც (საჭიროების შემთხვევაში) გადანაწილდება, დაწყვილდება სადებატო 20 ჯგუფში, დაესწრება ლექცია-დისკუსიებს, დებატების ტრენინგებს და მონაწილეობას მიიღებს ეკონომიკური დებატების ტურნირში. ამასთანავე, დაგეგმილია, სხვადასხვა გასართობ-შემეცნებითი აქტივობები.

მონაწილეობით დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა უნდა შეავსონ მოცემული სარეგისტრაციო ფორმა. ადმინისტრაცია განიხილავს შემოსულ აპლიკაციებს და შეარჩევს მონაწილეებს. შერჩეულ კანდიდატებს მეილზე გაეგზავნებათ ინფორმაცია, რომ შერჩეულები არიან ეკონომიკური დებატები ბსუ 2019-ის მონაწილეებად.

პროექტის შემდეგ ყველა მონაწილეს გადაეცემა სერთიფიკატი.

აპლიკაციის გამოგზავნის ბოლო ვადაა 31 მარტი.

დაგვიანებით შემოსული აპლიკაციები არ განიხილება!

ეკონომიკური დებატები ბსუ 2019 - წარმოადგენს პროექტს, რომელიც დაფინანსებულია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური საგანმანათლებო და სამეცნიერო პროექტების ფარგლებში.

რეგისტრაციისთვის გადადით შესაბამის ლინკზე: 

გუნდური - "ეკონომიკური დებატები - ბსუ 2019"

ინდივიდუალური - "ეკონომიკური დებატები - ბსუ 2019"

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:

ნესტან ვარშანიძე - 557 99 34 24

გოგიტა ბარამიძე - 595 91 22 96


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა