"სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება - ბსუ"

სურათი

"სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება ბსუ"-ს  ორგანიზებით სტუდენტური პროექტის: "სტუდენტები აკადემიური განვითარებისთვის" წარდგინება გაიმართა. პროექტის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, მერაბ ხალვაში სტუდენტებს შეხვდა. რექტორმა ყურადღება გაამახვილა სამეცნიერო კვლევების მნიშვნელობაზე, ამ მიმართულებით მიმდინარე გამოწვევებზე და სტუდენტების აქტუალურ შეკითხვებს უპასუხა. ღონისძიებას პროექტის ფარგლებში შერჩეული სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები ესწრებოდნენ.

"სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება - ბსუ" 1 მარტს დაარსდა  და  მიზნად ისახავს  ბსუ-ს სტუდენტებში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პოპულარიზაციასა  და სხვადასხვა აქტივობების ორგანიზებას. 25-დან 29 მარტის ჩათვლით, სამეცნიერო საზოგადოებამ  ფაკულტეტებზე საინფორმაციო კვირეული  ჩაატარა  თემაზე: "სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია - 2019".

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა