უნივერსიტეტში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნა. ბიოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის I კურსის და ფსიქოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის II კურსის სტუდენტებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ღონისძიებაზე სტუდენტებმა თემატური პრეზენტაციები და ვიდეორგოლები  წარმოადგინეს აუტიზმის გენეტიკის, აუტიზმის სპექტრის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის გზებზე. 2007 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით 2 აპრილი აუტიზმის ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ გამოცხადდა. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა