
5-8 აპრილს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის მერიის, ბათუმის ხელოვნების ცენტრის და აჭარის სკაუტური ორგანიზაციის ორგანიზებით გაიმართება „ვეფხისტყაოსნის“ პირველი საერთაშორისო ფესტივალი. უნივერსიტეტში ფესტივალის შემეცნებითი ნაწილი ჩატარდება, 6 აპრილს, ბსუ-ს I კორპუსის ფოეში სტუდენტების მონაწილეობით მოეწყობა კოსტიუმირებული შოუ - „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟები და გაიხსნება „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემებისა და თარგმანების გამოფენა. სააქტო დარბაზში გაიმართება ფესტივალის გახსნის ცერემონია და პრეზენტაცია - რუსთაველი და მისი „ვეფხისტყაოსანი“. პროექტის - „ვკითხულობთ „ვეფხისტყაოსანს“ ფარგლებში, უნივერსიტეტის სტუდენტები და ფესტივალის მონაწილეები ზეპირად წაიკითხავენ „ვეფხისტყაოსნის“ სტროფებს, ასევე ყველა მსურველს საშუალება ექნება, მონაწილეობა მიიღოს პოემის ხელნაწერის შექმნაში.
უკან |