„ვეფხისტყაოსნის“ პირველი საერთაშორისო ფესტივალი

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით შოთა რუსთაველის უკვდავი პოემის პოპულარიზაციის მიზნით „ვეფხისტყაოსნის“ პირველი საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა. ფესტივალი ბუს-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა გახსნა და ღონისძიების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს სიგელებთან ერთად, სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

ფესტივალის ფარგლებში, უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობით მოეწყო კოსტიუმირებული შოუ ­– „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟები, გაიხსნა „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემებისა და თარგმანების გამოფენა, ბსუ-ს პროფესორმა რამაზ ხალვაშმა წარადგინა „შოთა რუსთაველი და მისი „ვეფხისტყაოსანი“. პროექტის - „ვკითხულობთ „ვეფხისტყაოსანს“ ფარგლებში, უნივერსიტეტის სტუდენტებმა და ფესტივალის მონაწილეებმა ზეპირად წაიკითხეს „ვეფხისტყაოსნის“ სტროფები, ასევე ყველა მსურველს საშუალება ჰქონდა მონაწილეობა მიეღო პოემის ხელნაწერის შექმნაში.

ფესტივალს ესწრებოდა აჭარის ა.რ. განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე. სტამბოლის შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრისა და სტამბოლის ბორჩხელების ასოციაციის წარმომადგენლები. მათ შორის,  „ვეფხისტყაოსნის“ თურქულ ენაზე მთარგმნელი ბილალ დინდარი (მიქელაძე) და ცნობილი მომღერალი ბაიარ შაჰინი (გუნდარიძე).

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, „ვეფხისტყაოსნის“ პირველი საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორები არიან - საქართველოს სკაუტური მოძრაობის აჭარის ორგანიზაცია, ბათუმის მერია, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი, სტამბოლის შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრი და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია.

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა