დოკუმენტური ფილმის „ამბავი თორმეტი სავანისა“ ჩვენება

სურათი

12 აპრილს, 13:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 55-ე აუდიტორიაში, პრო­ფესორ მალხაზ ჩოხარაძის დოკუმენტური ფილმის „ამბავი თორმეტი სავანისა“ პრემიერა გაიმართება.

ქართული ენისადმი მიძღვნილ ფილმში ასახულია კლარჯეთის „ათორმეტ სავანეთა“ მხარის წარსული და თანამედროვეობა. ქართველებისა და ქართული ენის მდგომარეობა ისტორიულ სამხრეთ საქართველოში  -  ტაოში, კლარჯეთსა და შავშეთში.

ფილმი შედგება სამი ნაწილისგან: I. ჭოროხის ქვეყანა; II. ათორმეტნი; III. ბედის ბორბალი ქართველთათვის. ქრონომეტრაჟი შეადგენს 75 წუთს.

ფილმში გამოყენებულია 2005-2018 წლების სამეცნიერო ექსპედიციების საველე ვიდეომასალა: პროფესორ მალხაზ ჩოხარაძის და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართველოლოგიის ცენტრის ვიდეოარქივი.

სცენარის სამეცნიერო საფუძველია მონოგრაფია „ხანძთა და ათორმეტ სავანეთა მხარის ძველი სალოცავები“ (მალხაზ ჩოხარაძე, ბათუმი, 2015 წელი).


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა