პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის წიგნის „ქართველოლოგიის თანამედროვე გამოწვევების“ წარდგენა გაიმართა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის წიგნის „ქართველოლოგიის თანამედროვე გამოწვევები“ წარდგენა. მონოგრაფიაში საარქივო და სხვა დოკუმენტური წყაროების ანალიზის საფუძველზე გაანალიზებულია ლინგვისტური ქართველოლოგიის წინაშე არსებული შემდეგი ხუთი მნიშვნელოვანი გამოწვევა.

ლინგვისტური ქართველოლოგიის ხუთი მნიშვნელოვანი გამოწვევა:

1. საერთაშორისო აკადემიურ ველში ქართველი ერის ენობრივ-ეთნიკური ერთიანობის საწინააღმდეგო იდეოლოგემ(ებ)ის დაბალანსება/თავდაცვა საინფორმაციო ომში;
2. „რეგიონული ან უმცირესობის ენების შესახებ ევროპული ქარტიის“ რატიფიცირების კონტექსტში საქართვე-ლოს ენობრივი სიტუაციის ადეკვატური აღწერა;
3. რუსული ენობრივი პოლიტიკის წიაღში შექმნილი ტერმინოლოგიური დივერსიების განეიტრალებით სწორ სახელმწიფოებრივ ორიენტირთა გაბუნდოვნების თავიდან აცილება;
4. ქართული ენის პრესტიჟის შენარჩუნების მიზნითა და თანამედროვე გამოწვევების გათვალისწინებით, ქართული ენის ტექნოლოგიზება (ავტომატური ორენოვანი აკა-დემიური თარგმანის განხორციელება);
5. საქართველოს სახელმწიფო ენის – ქართველთა დედა-ენის, ქართული (ქართველური) სამწიგნობრო ენის – კონსტიტუციური სტატუსის დაცვის უზრუნველყოფა, ქარ-თველური ზეპირი მეტყველებების შენარჩუნებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება და საქართველოს ამჟამინდელ საზღვრებს მიღმა დარჩენილი ქართველობის ენობრივი იდენტობის გადარჩენა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა