„მადლობა თავისუფლებისთვის“- 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება ბსუ-ში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 9 აპრილის მოვლენებიდან 30 წლისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა, აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა 30 წლის წინ, მთავრობის სასახლესთან განვითარებული მოვლენები გაიხსენეს, ისტორიული დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს.

უნივერსიტეტის ფოიეში გამართული 9 აპრილის მოვლენების ამსახველი ფოტოქრონიკის ჩვენების შემდეგ, სტუდენტებმა ტრადიციულად მამულიშვილთა ხსოვნის უკვდავსაყოფად სანთლები დაანთეს და ზღვისპირა პარკში მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა