ბსუ-ში აბიტურიენტებისთვის ზოგად უნარებში იმიტირებული გამოცდა ტარდება

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში  აბიტურიენტებისათვის ზოგადი უნარების იმიტირებული გამოცდები ტარდება. იმიტირებულ ტესტირებაში 400-მდე აბიტურიენტი მონაწილეობს და მიზნად ისახავს ახალგაზრდების ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებას. გამოცდები ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან არსებული „არაფორმალური განათლების ცენტრის’’ ორგანიზებით 8 აპრილს დაიწყო და 15 აპრილს დასრულდება. პროექტის „უნივერსიტეტი სკოლას“ ფარგლებში ბსუ-ს ფილოსოფიის, ქართული ფილოლოგიის, ისტორიის საგანმანათლებლო პროგრამების სხვადასხვა კურსის სტუდენტები 100-მდე აბიტურიენტს ზოგად უნარებში, ისტორიაში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში წლის განმავლობაში უფასოდ ამზადებს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა