სემინარი - სმენითი/აუდიო ვერბალური თერაპია, „მოუსმინე, რომ ისაუბრო“ უნარის გამომუშავება“ გაიმართა

სურათი

ევროკავშირის საგრანტო პროგრამის ,,ERASMUS+–ის“ პროექტის ,,უკეთესი კომუნიკაციის ხელშეწყობა“ (ABC) ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ავეიროს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის სკოლის ლექტორმა, მედიცინის დოქტორმა განვითარების ფსიქოლოგიის მიმართულებით იზაბელ მონტეირო და კოსტამ საჯარო ლექცია ჩაატარა თემაზე: „სმენითი/აუდიო ვერბალური  თერაპია („მოუსმინე, რომ ისაუბრო“ უნარის გამომუშავება)“. მომხსენებელმა ბსუ-ს განათლების, მედიცინისა და ფსიქოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს ენისა და მეტყველების თერაპიასთან დაკავშირებული ისეთი აქტუალური საკითხები გააცნო, როგორიცაა: რას უნდა ველოდეთ ბავშვისგან, რომელიც იბადება სმენადაქვეითებული? რა პირობები უნდა გვქონდეს სასაუბრო ენისთვის? ბგერის წვდომა; მიზნობრივი ინტერაქცია მასთან, ვინც იყენებს ენას.

პროექტის ,,უკეთესი კომუნიკაციის ხელშეწყობა“ (,,Assisting Better Communication"- ABC) მიზანია პროფესიული განვითარების სხვადასხვა საფეხურზე ხარისხიანი კურსებისა და პროგრამების შეთავაზებით ენისა და მეტყველების თერაპიის პროფესიის განვითარება/გაძლიერება პროექტის პარტნიორ ქვეყნებში (ისრაელი, საქართველო, ბოსნია და ჰერცოგოვინა). ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდა, საქართველოდან პროექტში ჩართულია საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), საქართველოს პორტიჯის ასოციაცია (GPA) და საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,სთეფ ფორვარდი“. პროექტი 2016 წლის 15 ოქტომბერს ამოქმედდა და იგი 2019 წლის 14 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

საჯარო ლექცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და პროექტის ერთ-ერთი პარტნიორის, საზოგადოებრივი ორგანიზაციის „სთეფ ფორვარდის“ ორგანიზებით ჩატარდა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა