განცხადება

სურათი

გარდაიცვალა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორი ჯემალ ბერიძე. ღვაწლმოსილმა პროფესორმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა უნივერსიტეტის განვითარებასა და მომავალი თაობების აღზრდაში. ღვაწლმოსილ მეცნიერს გამოქვეყნებული აქვს 100-მდე სამეცნიერო ნაშრომი და ორი მონოგრაფია. მის სახელს უკავშირდება ფიზიკის მიმართულებით მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევების წარმოება, უნივერსიტეტში გაბნევ გარემოთა ოპტიკის ლაბორატორიის გახსნა და ასპირანტურის განყოფილება დაარსება. პროფესორ ჯემალ ბერიძის ორგანიზებით დაიწყო სამეცნიერო შრომების გამოცემა, იგი იყო საბუნებისმეტყველო მიმართულებით გამოქვეყნებული 4 ტომის რედაქტორი.

1992-2007 წლებში  პროფესორი ჯემალ ბერიძე იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აჭარის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელი, მისი უშუალო ხელმძღვანელობით შესრულდა ექვსი საკანდიდატო დისერტაცია, მათ შორის იყო ბათუმის უნივერსიტეტში შესრულებული პირველი ექსპერიმენტული ნამუშევარი გამბნევ გარემოთა ოპტიკის მიმართულებით. პროფესორი ჯემალ ბერიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და ღვაწლისათვის ღირსების ორდენით დააჯილდოვეს.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა