ბათუმობის დღესასწაულზე ბსუ-ს პროფესორები და სტუდენტები დაჯილდოვდნენ

სურათი

ბათუმობის დღესასწაულზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები საპატიო ბათუმელის წოდებით,  ხოლო წარმატებული სტუდენტები ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდიით დაჯილდოვდნენ.

საპატიო ბათუმელის წოდებით ხვადასხვა სფეროში გამორჩეული ადამიანები სპეციალურმა კომისიამ შეარჩია. საპატიო ბათუმელის წოდება მიენიჭათ:

ბსუ-ს ემერიტუს-პროფესორს, ენათმეცნიერს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს,  ღირსების ორდენის კავალერს, მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევების ავტორს - შუშანა ფუტკარაძეს, ქართული კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ნიმუშების წარმოჩენაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

ბსუ-ს პროფესორს, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტს, საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა, სოციალურ მეცნიერებათა და აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიების ნამდვილ წევრს, აკადემიკოსს, ღირსების ორდენის კავალერს - ვანო პაპუნიძეს, აგრობიოლოგიური, ეკოლოგიური და სატყეო მეცნიერებების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

ბსუ-ს პროფესორს, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს,  არაერთი მნიშვნელოვანი კვლევის ავტორს - ოთარ გოგოლიშვილს, ქალაქ ბათუმის ისტორიის წარმოჩენისა და ახალგაზრდების განათლების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

ღონისძიების ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდიანტები დაჯილდოვდნენ. აჭარის მთავრობის თავმჯომარემ თორნიკე რიჟვაძემ და ქალაქ ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ სტუდენტებს ბათუმობა მიულოცეს და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა