გერმანული ენის თვე იწყება!

სურათი

16 მაისს, 16:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 55-ე აუდიტორიაში, გერმანული ენის თვის ფარგლებში ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებისა და მშობლებისათვის. გერმანული ენის თვე  გერმანიის, ავსტრიის, შვეიცარიის საელჩოების და კულტურის სფეროს ინსტიტუტების ორგანიზებით იმართება. ერთი თვის განმავლობაში დაგეგმილი მრავალრიცხოვანი ღონისძიებები ეძღვნება გერმანულ ენასა და გერმანულენოვანი ქვეყნების კულტურას. ინიციატივის „სამი ქვეყანა - ერთი ენა“ ფარგლებში გაიმართება ღონისძიებები სხვადასხვა ასაკის სტუმრებისათვის, კითხვის, კინოს მოყვარულებისა და ფეხბურთის გულშემატკივრებისათვის. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა