
17 მაისს, 13 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 534-ე აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი და კონსტიტუციური კვლევების ცენტრის დირექტორი გიორგი მელაძე საჯარო ლექციას წაიკითხავს თემაზე: „ადგილობრივი თვითმმართველობა - როგორ დავაღწიოთ თავი ნაცრისფერ რეალობას“.
ღონისძიება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის ორგანიზებითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების სამართლის პროგრამის (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით ტარდება.
დასწრება თავისუფალია.
უკან |