ბსუ-ში პირველი სამეცნიერო კონფერენცია „ბათუმის ბულვარი, წარსული და თანამედროვეობა“ ჩატარდა

სურათი

ბათუმის  შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის ბულვარის თანამშრომლობის ფარგლებში პირველი სამეცნიერო კონფერენცია „ბათუმის ბულვარი, წარსული და თანამედროვეობა“ ჩატარდა. კონფერენცია რექტორმა მერაბ ხალვაშმა და ბულვარის დირექტორმა ირაკლი ჯინჭარაძემ გახსნეს. მკვლევარებმა სესიაზე მოხსენებები წარადგინეს ბათუმის ბულვარის ისტორიის, განაშენიანების, ბიომრავალფეროვნების, სამართლებრივი რეგულაციების და განვითარების აქტუალურ საკითხებზე. ბათუმის ბულვარი საქართველოს საბაღე-საპარკო ხელოვნების ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი და სარეკრეაციო ზონაა, რომელიც არსებობის 137 წელს ითვლის და მდიდარი ისტორიით გამოირჩევა.

სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, უნივერსიტეტის ჰოლში მოეწყო ძველი და ახალი ბულვარის წარსულის და თანამედროვეობის ამსახველი ფოტოგამოფენა.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა