ბსუ-ს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლებამოპოვებულ აპლიკანტთა საყურადღებოდ!

ბსუ-ს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლებამოპოვე­ბულ აპლიკანტებმა  (დანართი 1) 2019 წლის 25 მაისიდან 29  მაისის ჩათვლით (კვირის გარდა), ხელშეკრულების გაფორმებისა და  პირადი საქმის გახსნის მიზნით ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრში (ქალაქი ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის N35/32, მე-3 კორპუსში (ყოფილი საერთო საცხოვრებლის შენობა, მეოთხე სართულზე, ოთახი N402) უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება (თუ აპლიკანტი ქმედუუნაროა/შეზღუდულქმედუნარიანია, განცხადება უნდა წარმოადგინოს მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა);

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის  ასლი  (ქმედუუნარო/შეზღუდულქმედუნარიანი პირის შემთხვევაში ასევე მშობელის/კანონიერმა წარმომადგენელის პირადობის მოწმობა და უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი - პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებამოპოვებული პირის დაბადების მოწმობა ან მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი,  რომელიც  ადასტურებს  განცხადების წარმოდგენაზე და ხელშეკრულების გაფორმებაზე უფლებამოსილებას);

გ) სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი  დოკუმენტის ასლი - (არქიტექტორ-ტექნიკოსის, ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისათვის), ხოლო საბაზო განათლების მიღების დამადასტურებელი  დოკუმენტის ასლი - (მეფუტკრეს, ვებ-ინტერფეისის დიზაინერი;ვებ-ინტერფეისის დეველოპერის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისათვის); (პირმარომელმაც   განათლება   მიიღო  უცხოეთში, უნდა წარმოადგინოს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი - უცხოეთში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის აღიარების შესახებ).

დ) ორი ფოტოსურათი 3X4-ზე;

) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისათვის).

  დანართი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა