ბსუ-ს სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს პირველი დემოკრატული რესპუბლიკის პარლამენტის დაარსებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა. ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა ფაკულტეტის 150 სტუდენტი სამეცნიერო მოხსენებებს ცხრამეტი სექციის მიმართულებით წარმოადგენს. კონფერენციის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების სამეცნიერო საქმიანობაში ჩართვას, მეცნიერული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და განვითარებას.

სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაზე წარმოდგენილ სამეცნიერო მოხსენებებს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, დარგის სპეციალისტები შეაფასებენ და საუკეთესო ნაშრომებს 27 მაისს გამოავლენენ. სტუდენტებს სესიაში მონაწილეობისათვის სერტიფიკატები გადაეცემათ, ხოლო თითოეული სექციის სამ საუკეთესო მონაწილეს - ფულადი ჯილდო. ასევე კონფერენციის სამი საუკეთესო მოხსენების ავტორს დაუფინანსდება სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა.

კონფერენციის ფარგლებში გათვალისწინებულია კრებულის გამოცემა, რომელშიც თითოეული სექციის სამი საუკეთესო სამეცნიერო მოხსენება დაიბეჭდება.

ბსუ-ს სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის, სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება - ბსუ-ს, ფაკულტეტებისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურის ორგანიზებით იმართება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა