ბსუ-ს სტუდენტურმა ანსამბლმა “ტბეთმა“ საერთაშორისო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა

სურათი

18-23 მაისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ტბეთმა“ წარმატებით მიიღო მონაწილეობა თურქეთში, ქალაქ გირესუნში გამართულ 42-ე ცეკვის საერთაშორისო ფესტივალში. ანსამბლის ვიზიტს  დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ადგილობრივ მედიაში. უნივერსიტეტისა და ანსამბლ „ტბეთის“ ისტორიას მიეძღვნა არაერთი გადაცემა და სტატია. „ტბეთის“ წევრები გირესუნის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ და სასწავლებელში გამართულ კონცერტში მიიღეს მონაწილეობა. ფესტივალის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ასევე, გირესუნის მერთან, რომელმაც ანსამბლის წევრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

ბსუ-ს სტუდენტურმა ანსამბლმა ფესტივალში მონაწილეობა გირესუნის  ვალისა და მერიის მიწვევით მიიღო.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა