7 ივნისი 2019 წელი
ყაზგუს უნივერსიტეტის (ყაზახეთი) სამართლის სკოლა და ეკონომიკის უმაღლესი სკოლა იწვევს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 5 სტუდენტს სასწავლებლად.
მობილობა განხორციელდება 2019-2020 სასწავლო წელს.
მობილობის ხანგრძლივობა: ერთი სემესტრი.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
-
სტუდენტი უნდა იყო ბსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე;
-
უნდა იყოს ბაკალავრიატის მეორე ან მესამე სასწავლო წლის სტუდენტი;
ინგლისური ენის ცოდნა - არანაკლებ B1.2 დონისა.
საბუთები:
-
პირადობის მოწმობის/ საერთაშორისო პასპორტის ასლი;
-
CV (ქართულ ენაზე);
-
ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე);
-
ცნობა ინგლისური ენის დონის შესახებ.
მიმღები უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს უფასო სწავლას და საერთო საცხოვრებელს.
დეტალური ინფორმაცია კურსების შესახებ იხილეთ:
ეკონომიკის უმაღლესი სკოლა
სამართლის სკოლა
დოკუმენტების წარდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის 21 ივნისი, 18: 00 საათი, ბსუ-ს კანცელარია (ოთახი #1).