საქართველოში რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რადუ-ლივიუ ჰორუმბას ვიზიტი

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელწმიფო უნივერსიტეტს საქართველოში რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რადუ-ლივიუ ჰორუმბა ეწვია. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელმა ბსუ-ს რექტორის მოადგილესთან თამარ სირაძესთან და სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან ნანა ყურშუბაძესთან გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე ისაუბრა. მხარეთა შეთანხმებით, დაიგეგმა რუმინეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის გამყარება და ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება. მხარეთა შეთანხმებით, ივლისში უნივერსიტეტში გაიმართება გამოფენა  „ქალაქების შეჯამება, ევროპული მოედნები და მათი ისტორიები“.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა