სტუდენტთა საყურადღებოდ, დაიწყო შიდა მობილობის პროცესი!

საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველმა  ბსუ-ს სტუდენტებმა 2019  წლის  29, 30, 31 ივლისი, 1 აგვისტოს  ჩათვლით უნდა წარმოადგინონ  შემდეგი დოკუმენტები:

ა)  განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი  მოწმობის  ასლი; 

გ) სასწავლო ბარათის ასლი, დამოწმებული ფაკულტეტის დეკანის მიერ;

დ) ცნობა  სტუდენტის სტატუსის შესახებ;

აღდგენის წესით ჩარიცხვის მსურველებმა (სტატუსშეჩერებულმა/ სტატუსშეწყვე­ტილმა პირებმა) ბსუ-ს სტუდენტებმა 2019  წლის 2019  წლის 29, 30, 31 ივლისი, 1 აგვისტოს  ჩათვლით უნდა წარმოადგინონ  შემდეგი დოკუმენტები:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის  ასლი; 

გ) სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი/აკადემიური ცნობა სტუდენტის  მიერ ათვისებული კრედიტების შესახებ;

 დ) სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის/შეჩერების შესახებ ბრძანების ასლი;

კრედიტების აღიარების დასკვნაზე თანხმობის შესახებ განცხადების რეგისტრაცია იწარმოებს 2019  წლის 5, 6, 7 აგვისტოს  ჩათვლით;

ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეწყვეტილი/სტატუსშეჩერებული პირის აღდგენის წესით ჩარიცხვა განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა აღდგენის წესით ჩარიცხვის მსურველი სრულად დაფარავს ფინანსურ დავალიანებას;

მისამართი: ნინოშვილის ქუჩა № 35, ოთახი № 1  (კანცელარია)

ბრძანება


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა