2-14 სექტემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს საზაფხულო სკოლას განათლების მიმართულების სტუდენტებისა და მასწავლებლობის სტატუსის მაძიებელი პირებისთვის: „ფორმალური ლოგიკის კანონების გამოყენება სწავლა - სწავლების პროცესში“. საზაფხულო სკოლა მიზნად ისახავს ლოგიკის, როგორც თეორიული მეცნიერების საფუძველზე სწავლა-სწავლების ახალი მოდელის შემუშავებას, რომელიც მიმართული იქნება სწავლისა და სწავლების პროცესის დახვეწისა და გაუმჯობესებისკენ, ასევე მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებისკენ.
საზაფხულო სკოლა იმართება აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საგრანტო პროექტის ფარგლებში. სკოლას წარუძღვებიან ბსუ-ს სპეციალისტები, ასოცირებული პროფესორი ლალი ანთიძე; ნებრასკა-ლინკოლნის უნივერსიტეტის განათლების მაგისტრი, ბსუ-ს ფილოსოფიის ბაკალავრი, იმედა იაკოვენკო; ასევე განათლების მოწვეული ექსპერტები: პაატა პაპავა და სიმონ ჯანაშია.
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა უფასოა.
საზაფხულო სკოლა გათვლილია ოცდაათ მონაწილეზე.
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.
რეგისტრაციისა და დეტალური ინფორმაციისთვის დარეკეთ: 599 23 06 09; 557 45 45 53
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.
უკან |