სოციოლოგიურ კვლევაში მონაწილეობის მსურველ სტუდენტთა საყურადღებოდ!

სურათი

11-25 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევართა გუნდი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, გეგმავს მოსახლეობის ღირებულებების კვლევას აჭარაში.

კვლევა იქნება რაოდენობრივი ხასიათის, კერძოდ, გამოიკითხება 1200 ადამიანი და მოიცავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ექვსივე მუნიციპალიტეტს.

15-19 ივლისს კვლევა ჩატარდება მაღალმთიან დასახლებებში. სამუშაო ჯგუფი (3 მკვლევარი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 12 სტუდენტი)

კვლევაში მონაწილე სტუდენტები აიღებენ ილიაუნისა და ბსუ-ს ერთობლივ დამადასტურებელ სერტიფიკატს.

მონაწილე სტუდენტები უზრუნველყოფილი იქნებიან ტრანსპორტით, კვებით, ხოლო დაბა ხულოში კვლევის პროცესში - საცხოვრებელი ადგილით.

კვლევაში მონაწილეობის მსურველებმა შეგიძლიათ დარეკოთ: 599 23 06 09

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა