იაპონია-ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მეთერთმეტე საერთაშორისო კონფერენცია

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტში  გაიხსნა იაპონია-ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მეთერთმეტე საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „გამოყენებითი ელექტრომაგნიტური ინჟინერია მაგნიტურ, ზეგამტარ, მარავალფუნქციურ და  ნანო-მასალებში.“  ოთხდღიანი სამეცნიერო სემინარის მიზანია მონაწილეებს შორის ინფორმაციის გაცვლა, გამოცდილების, ახალი იდეებისა და გამოგონებების გაზიარება გამოყენებით ელექტრომაგნეტიზმში, ახალი მასალების კვლევაში.

კონფერენციის JAPMED'11 ორგანიზატორებია: იაპონური საზოგადოება გამოყენებით ელექტრომაგნეტიზმსა და მექანიქაში (JSAEM); ნანოტექნოლოგიებისა და მოწინავე ინჟინერიის ცენტრი (PC-NAE), საბერძნეთის სამეცნიერო კვლევების ცენტრი „დემოკრიტოსი“, ათენის ნაციონალური ტექნიკური უნივერსიტეტი (TAMU), ნევადის უნივერსიტეტი (აშშ), რენო (აშშ), იზმირის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, (თურქეთი) პეკინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (ჩინეთი), ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.

იაპონია-ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების საერთაშორისო კონფერენციებში სხვადასხვა დროს მონაწილეობას ღებულობდნენ ცნობილი იაპონელი, ამერიკელი და ინგლისელი მეცნიერები: 1998 წლის ნობელის პრემიის ლაურიატი პროფესორი ფერიდ მურატი, 2002 წლის ნობელის პრემიის ლაურიატი პროფესორი კურტ ვუდრიხტი, 2009 წლის ნობელის პრემიის ლაურიატები პროფესორი ადა იონათი და პროფესორი ტომ სტეთზი,  2010 წლის ნობელის პრემიის ლაურიატი ანდრე გეიმი, 2011 წლის ნობელის პრემიის ლაურიატი პროფესორი დან შეითმენი, 2016 წლის გამოჩენილი მეცნიერები. 

იაპონია-ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მეთერთმეტე საერთაშორისო სემინარი მიძღვნილი გამოყენებითი ელექტრომაგნიტური ინჟინერიისადმი მაგნიტურ, ზეგამტარ, მრავალფუნქციურ და ნანო-მასალებში განაგრძობს გაფართოებას. უკვე გაიმართა: ორი იაპონურ-ბერძნული ერთობლივი სემინარი ათენში, საბერძნეთი (1999) და ოიტა, იაპოანია (2001), ბუქარესტი, რუმინეთი (2003), კაირო, ეგვიპტე (2005), საბერძნეთი (2013), სოფია, ბულგარეთი (2015), იზმირი, თურქეთი (2017).


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა