მაგისტრანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2019-2020  სასწავლო წლისათვის აცხადებს მიღებას მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე. მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს მაგისტრატურის მიმღებ კომისიაში, 2019 წლის 2 სექტემბრიდან 6  სექტემბრის ჩათვლით, ყოველდღე, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე,  შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქუჩა №35, I კორპუსი, ოთახი №19.

1. მაგისტრანტობის კანდიდატმა რეგისტრაციისათვის უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი;

გ) ერთიან სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობის მიმღები კონკურსანტის საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი;

დ) ბაკალავრის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის (თანდართული დანართით) ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ბსუ-ს კურსდამთავრებულთათვის - უნივერსიტეტის მიერ დამოწმებული, ხოლო 2019 წელს კურსდამთავრებულთათვის -ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე);

ე) ორი ფოტოსურათი, ზომით 3X4–ზე,  ელექტრონული ვერსია CD დისკზე;

ვ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ზ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

თ) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს შესაბამისი სამაგისტრო პროგრამა.

2. მაგისტრატურაში მისაღები გამოცდები ჩატარდება ბსუ-ს საგამოცდო ცენტრში (მისამართი: ბათუმი, ფიროსმანის ქ. 12, ტექნოლოგიური ფაკულტეტის შენობაში) შემდეგი განრიგით:

2.1. მისაღები გამოცდა უცხო ენაში - 2019 წლის 10 სექტემბერი (დაწყების დრო:  I ცვლა - 10:00 საათი,  II ცვლა - 14:00 საათი;  III ცვლა- 17:00 საათი);

2.2. გამოცდის შედეგების გამოცხადება - 2019 წლის 11 სექტემბერი;

2.3. საპრეტენზიო განცხადებების მიღება - 2019 წლის 12 სექტემბერს, ბსუ-ს კანცელარიაში.

2.4. საპრეტენზიო განცხადებებზე პასუხის გაცემა - 2019  წლის 13 სექტემბერი;

2.5. მისაღები გამოცდა სპეციალობაში - 2019 წლის 16 სექტემბერი (გამოცდის დაწყების დრო:  I ცვლა - 10:00 საათი,  II ცვლა - 14:00 საათი;  III ცვლა - 17:00 საათი);

2.6. გამოცდის შედეგების გამოცხადება - 2019  წლის 17  სექტემბერი;

2.7. საპრეტენზიო განცხადებების მიღება - 2019  წლის 18 სექტემბერი, ბსუ-ს კანცელარიაში;

2.8. საპრეტენზიო განცხადებებზე პასუხის გაცემა - 2019 წლის 19 სექტემბერს.

3. გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 2019 წლის 20 სექტემბერს, ბსუ-ს ვებგვერდსა და კანცელარიასთან არსებულ საინფორმაციო დაფაზე.

4. მაგისტრანტობის კანდიდატებთან ხელშეკრულების გაფორმება - 2019 წლის 20, 23 სექტემბერი.

დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ ნომერზე: 577 14 10 70 - ირმა ქერქაძე

  ბრძანება
  მისაღები კონტიგენტი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა