ახალგაზრდობის ფესტივალი - 2019

სურათი

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე ბათუმში რამდენიმე ღონისძიებით აღინიშნა. აჭარაში ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი ამოქმედდა და საოცრებათა პარკში ახალგაზრდობის ფესტივალი გაიმართა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდობის ფესტივალში. ბსუ-მ ღონისძიებაზე  წარადგინა სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაში სტუდენტების მიერ დამზადებული პროექტები. ცნობილი შენობების მაკეტები, კონსტრუქციები, ხელნაკეთი ნივთები, ასევე ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა მიმართულების სტუდენტების მიერ დამზადებული ხელსაწყოები, რომელიც ფაბლაბის ხელშეწყობით შეიქმნა. მოწყობილობით შესაძლებელია გარემოსა და ნივთიერების ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრების განსაზღვრა და სხვადასხვა საინტერესო ექსპერიმენტის ჩატარება.

ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის მიზანია ახალგაზრდების მხარდაჭერა და მათი ჩართულობის გაზრდა სხვადასხვა სახის პროექტების დაგეგმვა-განხორციელებაში.

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე  გაეროს ინიციატივით მსოფლიოს მასშტაბით  1999 წლიდან ყოველ 12 აგვისტოს აღინიშნება.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა