საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „კონსტიტუციური დემოკრატია: თანამედროვე გამოწვევები“ გაიხსნა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მიკოლას რომერის უნივერსიტეტის პარტნიორობით საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „კონსტიტუციური დემოკრატია: თანამედროვე გამოწვევები“ დაიწყო. საზაფხულო სკოლა ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა, იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ლევან ჯაყელმა, ასოცირებულმა პროფესორმა, საზაფხულო სკოლის პროექტის ხელმძღვანელმა მალხაზ ნაკაშიძემ, მიკოლას რომერის უნივერსიტეტის პროფესორმა ტომა ბირმონტიენემ  და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დეპარტამენტის უფროსმა ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძემ გახსნეს. ერთი კვირის განმავლობაში ქართველი, ინგლისელი, ესტონელი, ბელგიელი, უკრაინელი, აზერბაიჯანელი და სომეხი სტუდენტები კონსტიტუციური სამართალის, კონსტიტუციური დემოკრატიის მნიშვნელოვანი ინსტიტუტების აქტუალურ საკითხებს გაეცნობიან.

საზაფხულო სკოლა აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „უმაღლესი განათლების  ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის საგრანტო დაფინასებით და აკადემიური განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტის თანადაფინანსებით იმართება.

ერთკვირიანი სწავლების მიზანია კონსტიტუციური დემოკრატიის მნიშვნელოვანი ინსტიტუტების შესახებ სტუდენტების პროფესიული ცოდნის ამაღლება, საქართველოში უცხოელი სტუდენტების მობილობის ხელშეწყობა, სტუდენტებსა და პროფესორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება.

საზაფხულო სკოლის ლექციებს გაუძღვებიან:
- პროფ. რიჩარდ ალბერტი, ტეხასის უნივერსიტეტი ოსტინში, სამართლის სკოლა, აშშ;
- პროფ. დევიდ შულცი, ჰემლაინის უნივერსიტეტი, პოლიტიკურ მეცნიერებთა დეპარტამენტი, აშშ;
- პროფ. ტომა ბირმონტიენე, მიკოლას რომერის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსმართლე, ლიეტუვა ;
- პროფ. ანიტა როდინა, ლატვიის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, ლატვია;
- ასოც. პროფ. მალხაზ ნაკაშიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საზაფხულო სკოლის პროექტის ხელმძღვანელი, საქართველო.

სეზონური  სკოლის  პროგრამა მოიცავს შემდეგ თემებს:

  • კონსტიტუციური დემოკრატია ევროპაში და ამერიკაში;
  • კონსტიტუცია, ხელისუფლების შეზღუდვა და დემოკრატია;
  • კონსტიტუცია და ადამიანის ძირითადი უფლებები;
  • პრეზიდენტი, პარლამენტი, მთავრობა კონსტიტუციურ დემოკრატიაში;
  • ფედერალიზმი, უნიტარიზმი, რეგიონალიზმი და ავტონომია;
  • დემოკრატიის თეორია და კონსტიტუციური სმართალი;
  • კონსტიტუციური იდენტობა;
  • არაკონსტიტუციურ საკონსტიტუციო ცვლილებები;
  • საერთაშორისო სამართალი და კონსტიტუციური სამართალი;
  • ამერიკული კონსტიტუციური სამართლის თეორია;
  • აშშ-ის პრეზიდენტი და ამერიკული კონსტიტუციური სამართალი;
  • კონსტიტუციის ინტერპრეტაცია: პრინციპები  და მეთოდოლოგია; 
  • კარგი კანონმდებლობის სტანდარტები;
  • კონსტიტუციური პოპულიზმი;
  • კონსტიტუციის დაცვის მექანიზმები და სტრატეგია;
  • საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია; 
  • აშშ-ის უზენაესი სასამართლო ამერიკულ სამართალსა და პოლიტიკაში;
  • კონსტიტუციური ცვლილებები: შემუშავება, დარღვევა და ცვლილებები;
  • კონსტიტუციური დემოკრატიის კრიზისი და საკონსტიტუციო სასამართლო; 

საზაფხულო სკოლის ფარგლებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, 22 აგვისტოს, 11:00 საათზე გაიმართება ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორის რიჩარდ ალბერტის წიგნის - „საკონსტიტუციო ცვლილებები: როგორ იქმნება, ირღვევა და იცვლება კონსტიტუციები“ პრეზენტაცია, ხოლო 16:30 საათზე, ბათუმის ამერიკულ კუთხეში ჰემლაინის უნივერსიტეტის პროფესორ დევიდ შულცის საჯარო ლექცია თემაზე: „როგორი იქნება აშშ-ს 2020 წლის არჩევნები?".


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა