დოქტორანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2019-2020 სასწავლო წლისათვის აცხადებს მიღებას დოქტორანტურის საგანმანათლებლო  პროგრამებზე (დანართი 1) ბსუ-ს დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს.

 

დოქტორანტურაში მიღების ვადები:

 

• საბუთების მიღება - 2 სექტემბრიდან 6 სექტემბრის ჩათვლით;

• გამოცდა ინგლისურ  ენაში - 11 სექტემბერი (გამოცდის დაწყების დრო - 10:00 საათი, ჩატარების ადგილი  - ქ. ბათუმი, ფიროსმანის ქ. N 12) ;

• გამოცდის შედეგების გამოცხადება - 12 სექტემბერი;

• გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 13 სექტემბერი;

• აპელაციის შედეგების გამოცხადება - 16 სექტემბერი;

• გამოცდა სპეციალობაში  – 17 სექტემბერი (გამოცდის დაწყების დრო 10:00 საათი, ჩატარების ადგილის შესახებ ინფორმაცია განთავსდება ბსუ-ს ვებგვერდზე ,,განცხადებების“ ველში);

• გამოცდის შედეგების გამოცხადება - 18  სექტემბერი;

• გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 19 სექტემბერი;

• აპელაციის შედეგების გამოცხადება - 20  სექტემბერი;

• ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან  -  20-21 სექტემბერი; 

• ჩარიცხვის ბრძანების მომზადება - 23  სექტემბერი.

 

დოკუმენტების მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან  17:00 საათამდე,  შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ. N35, I კორპუსი, ოთახი N19.

 

დოქტორანტურის მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

  • განცხადება ბსუ-ს რექტორის სახელზე (იხილეთ  განცხადების ფორმა);
  • დოქტორანტობის კანდიდატის სააპლიკაციო ფორმა (იხილეთ სააპლიკაციო ფორმა);
  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლი (ბსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის კანცელარიის  ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად  დამოწმებული ასლი; 2019 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
  • ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა, სადოქტორო კველევითი პროექტის მოკლე ანოტაცია  (იხილეთ  ანოტაცია);
  • ქართული ენის B 1 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
  • სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სადოქტორო პროგრამა.

 

საკონტაქტო ინფორმაცია - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, I კორპუსი, ოთახი N19, ტელ: 577 14 10 70

 

ბსუ-ს აკადემიური საბჭოს 2019 წლის 19 აგვისტოს  N06-01/100 დადგენილებით განსაზღვრული ბსუ-ს სადოქტორო პროგრამებზე მისაღები კონტიგენტი, დანართი 1

 

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

სადოქტორო პროგრამების დასახელება

ვაკანტური ადგილების რაოდენობა

ისტორია

2

ლინგვისტიკა

2

ლიტერატურათმცოდნეობა

2

არქეოლოგია

2

 

 

 

 

 

 

 

 

 

ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

სადოქტორო პროგრამების დასახელება

ვაკანტური ადგილების რაოდენობა

ფიზიკა

1

გეომეტრია-ტოპოლოგია

1

ბრძანება

  განცხადება
  ანოტაცია
  აპლიკაცია

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა