გამოცხადდა მიღება მასწავლებლის მომზადების ერთწლიან საგანმანათლებლო პროგრამაზე!

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2019-2020 სასწავლო წლისათვის აცხადებს აპლიკანტთა მიღებას მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე. საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2019 წლის 20 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით, ყოველდღე, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა, შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის ქ. №35/32, პირველი კორპუსი, მე-3 სართული, ოთახი №53.

  საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება ცხადდება შემდეგ მიმართულებებში:

1. ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო და საშუალო საფეხური);
2. მათემატიკა (საბაზო და საშუალო საფეხური);
3. ინგლისური ენა (საბაზო და საშუალო საფეხური);
4. გერმანული ენა (საბაზო და საშუალო საფეხური);
5. რუსული ენა (საბაზო და საშუალო საფეხური);
6. ფრანგული ენა (საბაზო და საშუალო საფეხური);
7. ფიზიკა (საბაზო და საშუალო საფეხური);
8. ბიოლოგია (საბაზო და საშუალო საფეხური);
9. ქიმია (საბაზო და საშუალო საფეხური);
10. გეოგრაფია (საბაზო და საშუალო საფეხური);
11. ისტორია (საბაზო და საშუალო საფეხური);
12. სამოქალაქო განათლება (საბაზო და საშუალო საფეხური);
13. სპორტი (საბაზო და საშუალო საფეხური);
14. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება (საბაზო და საშუალო საფეხური).

აპლიკანტის მიერ მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

ა) განცხადება და ანკეტა (შევსებული დანართი 1-ის  და დანართი 2-ის შესაბამისად);
ბ) პირადობის მოწმობის  ასლი დედანთან ერთად;
გ) მიმართულების შესაბამისი საგნის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი   დოკუმენტი (გაცემული შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ);
დ) ბაკალავრის, მაგისტრის  და/ან მათთან გათანაბრებული  აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის (თანდართული დანართით) ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ბსუ-ს კურსდამთავრებულთათვის - უნივერსიტეტის მიერ დამოწმებული, 2019 წლის კურსდამთავრებულთათვის -  ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ);
ე) ორი ფოტოსურათი, ზომით 3X4–ზე,  ელექტრონული ვერსია CD დისკზე;
ვ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისთვის).

მისაღები გამოცდები ჩატარდება 2019 წლის 27 სექტემბერს (გამოცდის დაწყების დრო - 10:00 საათი)  ბსუ-ს საგამოცდო ცენტრში (მისამართი: ბათუმი, ფიროსმანის ქ. 12). 
გამოცდის შედეგები გამოცხადდება  2019  წლის 28 სექტემბერს (აპლიკანტების პირადი ნომრების მითითების გარეშე);
საპრეტენზიო განცხადებების მიღება - 2019 წლის 30 სექტემბერი;
საპრეტენზიო განცხადებების განხილვა -  2019  წლის 1 ოქტომბერი;
გამოცდის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 2019 წლის 2 ოქტომბერს, ბსუ-ს ვებგვერდზე და კანცელარიასთან არსებულ საინფორმაციო დაფაზე (აპლიკანტების პირადი ნომრების მითითების გარეშე).

გამოცდაზე დასასწრებად აპლიკანტმა უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი (დაგვიანებული კონკურსანტი გამოცდაზე არ დაიშვება).
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე დაიშვება  ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის ბაკალავრის/მაგისტრის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდით, ასევე, სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების მქონე პირი (საფუძველი: ,,საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ“).
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე  მისაღები გამოცდა  ჩატარდება  წერითი სახით. გამოცდა გულისხმობს ესე-ს შესრულებას თემაზე: „პროფესია - მასწავლებელი“.
ესე უნდა შედგებოდეს მინიმუმ 300 სიტყვისაგან და იგი შეფასდება 100 ქულით. დადებით შეფასებად ჩაითვლება 51-ქულიანი ბარიერის გადალახვა.

ესე შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

1. ესეს ძირითადი იდეის (მიზნის) ჩამოყალიბება -  0-20 ქულა;
2. საკითხის ზოგადი ცოდნა, ორიგინალური ხედვა და თანმიმდევრული მსჯელობა - 0-30 ქულა;
3. ლოგიკური დასკვნების გამოტანა -  0-10 ქულა;
4. შინაარსის კორექტულობა -  0-10 ქულა;
5. საკუთარი მოსაზრებების არგუმენტირებული და ფაქტობრივი გამყარება - 0-10 ქულა;
6. წერის კულტურა (ორთოგრაფია, პუნქტუაცია, ლექსიკური მარაგი) - 0-20 ქულა.

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირებთან ხელშეკრულებები გაფორმდება 2019 წლის 3 ოქტომბერს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანის ოფისში ქ. ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის ქ. №35/32,  ბსუ-ს მე-2 კორპუსი, ოთახი N213.

საკონტაქტო პირი: ლელა თავდგირიძე პროფესორი, პროგრამის ხელმძღვანელი.
ტელ: (+995) 577 97 93 79

  დანართი 1
  დანართი2
  დანართი3

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა