კვალიფიკაციის ასამაღლებელი გერმანული ენის სპეცკურსი ლოჯისტიკაში

სურათი

გერმანული აკადემიური გაცვლითი სამსახური (DAAD) და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ფილოლოგიის დეპარტამენტი გთავაზობთ კვალიფიკაციის ასამაღლებელ გერმანული ენის სპეცკურსს ლოჯისტიკაში. სამიზნე ჯგუფი: აზერბაიჯანისა და საქართველოს უნივერსიტეტების ნებისმიერი დისციპლინის, განსაკუთრებით კი ლოჯისტიკის, საინჟინრო, ეკონომიკის, სამართლის, გარემოს დაცვის სფეროს 20 სტუდენტი, რომლებიც ფლობენ  გერმანული ენის ცოდნის დონეს - B1.

კურსის ხანგრძლივობა: 14.10-20.10.2019, დაწყება - 14.10., 10:00 საათი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი,  თამარ მეფის ქუჩა 59, 4600 ქუთაისი, საქართველო

კურსის ხელმძღვანელი: დრ. ჰაინერ დინტერა, ილმენაუს ტექნიკური უნივერსიტეტი

კურსის მიზანი/შინაარსი
1. ლოჯისტიკის სახეობებისა  და ძირითადი ტექნიკური ტერმინების გაცნობა ლოჯისტიკის ინდუსტრიაში;
2. ლოჯისტიკის ინდუსტრიაში არსებული მაგალითების გაცნობა და დავალებების შესრულება;
3.  ფიზიკის, ქიმიის, მათემატიკის და კომპიუტერული მეცნიერების სფეროებიდან მნიშვნელოვანი ტერმინების გაცნობა;
4. საკუთარი უნივერსიტეტის, სპეციალობისა და მიმართულების წარდგენა;
5. პოლიტიკური და საერთაშორისო ლოჯისტიკის ეკონომიკური ასპექტები (საკვანძო სიტყვა:  აბრეშუმის გზა);
6. ლექციები და დისკუსიები ლოჯისტიკის სფეროს სპეციალისტებთან;
7. ექსკურსიები ქალაქ ფოთში, ბათუმსა და თბილისში
(პროგრამა ექვემდებარება ცვლილებს).

რეგისტრაცია
კურსზე დასარეგისტრირებლად გადაგზავნოთ (ტაბულური CV, სემინარის თემასთან დაკავშირებული სამოტივაციო წერილი, მაქს. 1 გვერდი) დოკუმენტები PDF ფორმატში მაქს ბორმანის ელმისამართზე http://maxi.bornmann+atsu@gmail.com

07.10.  (23:59 საათამდე).

ხარჯებს ანაზღაურებს DAAD-ი.

დამატებითი ინფორმაცია
Maxi Bornmann – E-Mail: http://maxi.bornmann+atsu@gmail.com

Miranda Gobiani – Telefon: +995 577 66 83 55

 

  დანართი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა