საინფორმაციო შეხვედრა სექსუალური შევიწროებისა და დისკრიმინაციის საკითხებზე

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს პარლამენტის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს სექსუალური შევიწროებისა და დისკრიმინაციის საკითხებზე. საქართველოს პარლამენტის წევრმა ნინო წილოსანმა მომავალ სამართალდამცავებს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, სექსუალური შევიწროების დეფინიციის გაჩენა საკანონმდებლო დონეზე და მანამდე არსებული მდგომარეობა გააცნო.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის, ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორმა ნატო გელოვანმა სექსუალური შევიწროების სამართალდარღვევის შემადგენელ ელემენტებზე ისაუბრა. სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის იურისტმა დიანა დავითაძემ შეხვედრაზე განიხილა ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა სახალხო დამცველის მანდატი, სახალხო დამცველის, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამის უფლებამოსილებები, დისკრიმინაციის ამსახველი განცხადებების შესწავლა და შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციის შემთხვევები.

ღონისძიების დასასრულს დისკუსია გაიმართა და შეხვედრის მონაწილეებმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხეს.


 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა