ERASMUS+-ის საგრანტო პროექტის „InnoCENS Project“-ის მრჩეველთა საბჭოს წევრთა შეხვედრა და კონფერენცია

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიზო ფარცხალაძემ მონაწილეობა მიიღო 1-5 ოქტომბერს, ყაზახეთში, ქალაქ ნურსულთანში ERASMUS+-ის საგრანტო პროექტის „InnoCENS Project“-ის ფარგლებში გამართულ კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტების წარმომადგენელთა და საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრთა შეხვედრაში. პროგრამის 30-მა ქართველმა, შვედმა, ფინელმა, ესპანელმა, ბელორუსმა, სომეხმა, ყაზახმა მონაწილემ შეაჯამა პროექტის სამწლიანი მუშაობის შედეგები.

3-4 ოქტომბერს ნურსულთანში ამავე პროექტის საფინალო კონფერენცია, სადაც თითოეულმა პარტნიორ უნივერსიტეტმა წარადგინა 3-წლიანი მუშაობის ანგარიში. ბსუ აღნიშნულ კონფერენციაზე წარდგა ლოკალური შეჯიბრის შედეგების ანგარიშით, სადაც მომხსენება გააკეთა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიზო ფარცხალაძემ. მომხსენებელმა შეაფასა „InnoCENS Project“-ის ფარგლებში ბსუ-ში განხორციელებული პროექტები. აგრეთვე დიდი ყურადღება დაეთმო ბსუ-ს ინოვაციების ცენტრში ჩატარებულ ბიზნესიდეების კონკურს, მონაწილე გუნდებსა და გამარჯვებული გუნდის პრეზენტაციას. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ბსუ-ს ინოვავაციებიცენტრის მენეჯერმა თამაზ ჩხართიშვილმა.

ასევე შეხვედრაზე ჩატარდა შემდეგი აქტივობები

  • წარმოდგენილი იყო ანგარიშები ინოვაციურ პედაგოგიკასა და შეფასების სისტემებზე;
  • განიხილეს ინჟინერიაში მეწარმეობისა და ინოვაციების სასწავლო კურსები;
  • განხილული იყო ინოვაციების ცენტრის მუშაობის პრინციპები;
  • შეჯამდა 3-წლიანი მუშაობის შედეგების შეჯამება და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.

სამწლიანი პროექტი Enhancing innovation competences and entrepreneurial skills in engineering education (InnoCENS) (ინოვაციური კომპეტენციებისა და სამეწარმეო უნარ-ჩვევების გაზრდა საინჟინრო განათლებაში) ბსუ-ს მონაწილეობით 2016 წლიდან ხორციელდება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა