„ლიბერთი ბანკის“ სტაჟირების და დასაქმების პროგრამები სტუდენტებისთვის

სურათი

ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის „ლიბერთი ბანკის“  ანაზღაურებადი სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამის, ახალი ლოგოსა და სლოგანის წარდგინება გაიმართა.  ახალგაზრდებს პროგრამაში მონაწილეობის პირობები ბანკის სათაო ოფისის ადამიანთა რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინო ჩიხლაძემ, საოპერაციო განყოფილების დირექტორმა ნინო ხომერიკმა, რეგიონალურმა დირექტორმა პაატა დათიშვილმა და ადმინისტრაციულმა მენეჯერმა თათია სეფერთელაძემ გააცნეს. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ, სტაჟირება გაიარონ ლიბერთი ბანკში და დასაქმდნენ სხვადასხვა ფილიალში. პროექტის მიზანია ფუნქციური ცოდნის, სწორი მიდგომების, სიახლეების ათვისების უნარისა და პოტენციალის მქონე ახალგაზრდების მოზიდვა და განვითარება. თანამშრომლობის ფარგლებში, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტმა და „ლიბერთი ბანკმა“ მომავალი ღონისძიებები დაგეგმეს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა