ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოფენა „ბულგარეთის ძეგლები იუნესკოს მფარველობის ქვეშ“ გაიხსნა. ღონისძიება ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა, ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დესისლავა ივანოვამ და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ბადრი ნაკაშიძემ გახსნეს. გამოფენაზე წარმოდგენილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანილი ბულგარეთის მდიდარი ისტორიული, კულტურული მემკვიდრეობისა და მრავალფეროვანი ბუნების ამსახველი ფოტომასალა, რომელიც დამზადებულია ცნობილი ფოტოგრაფის ალექსანდრე ნიშკოვის მიერ. გამოფენა საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმი ორგანიზებით მოეწყო.
უკან |