2019 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევითი გრანტების კონკურსში გამარჯვებული ბსუ-ს პროექტები

სურათი

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდმა ,,ახალგაზრდა მეცნიერების კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსის’’  2019 წლის სახელმწიფო პროგრამის  ფარგლებში გამოცხადებული სამეცნიერო-კვლევითი საგრანტო კონკურსის შედეგები გამოაქვეყნა. საგრანტო კონკურსში გამარჯვება მოიპოვეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მკვლევარების ორმა პროექტმა: „Pectobacterium და Dickeya სახეობებით გამოწვეული კარტოფილის ბაქტერიული დაავადებების შესწავლა საქართველოში“ (სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი მაკა მურადაშვილი) და „ლურჯი მოცვის (Vaccinium ulininosum) პროგრესირებადი სოკოვანი დაავადებების შესწავლა დასავლეთ საქართველოში“ პროექტის ხელმძღვანელი ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი ლია ქოიავა).


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა