სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საჯარო აუდიტის ინსტიტუტთან მემორანდუმი გაფორმდა

სურათი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საჯარო აუდიტის ინსტიტუტთან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ხელშეკრულება ითვალისწინებს თეორიული და პრაქტიკული სასწავლო კურსის განხორციელებას. სასწავლო კურსი მიზნად ისახავს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის საჯარო აუდიტის დარგის სიახლეების გაცნობას, პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების, გამოცდილების მიღებისა და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაზრდის ხელშეწყობას. ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დირექტორი გელა წიკლაური,  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აჭარის დეპარტამენტის წარმომადგენლები რექტორთან მერაბ ხალვაშთან ერთად, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს შეხვდნენ და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები გააცნეს. 

მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდება ტრენინგები და სემინარები, განხორციელდება სასწავლო პრაქტიკა/სტაჟირების პროგრამა და ,,საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამა“. 
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა