მომავალ ლიდერთა სკოლის წარდგენა გაიმართა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს  პოლიტიკის ინსტიტუტის  (GIP-ა) ორგანიზებით  მომავალ ლიდერთა  სკოლის  (ELS-ას) წარდგენა გაიმართა. GIP-ს დირექტორმა კორნელი კაკაჩიამ სტუდენტებს პროექტში მონაწილეობის პირობები და საკონკურსო მოთხოვნები გააცნეს. ლიდერთა სკოლის მიზანია, ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება, მათთვის ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარება და წახალისება სოციალური და პოლიტიკური ჩართულობის კუთხით.

ELS-ის პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ცვლილებებზე ორიენტირებულ, ლიდერული პოტენციალის მქონე ახალგაზრდებს – აქტივისტებს, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

პროექტს ახორციელებს GIP-ა USAID-ის ფინანსური მხარდაჭერითა და კავკასიის კვლევის რესურსცენტრთან (CRRC-ის საქართველოსთან) თანამშრომლობით.

განაცხადები მიიღება 15 დეკემბრის ჩათვლით. რეგისტარციისა და დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ შემდეგ მისამართს: http://gip.ge/ge/els-call/.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა