მიხეილ ჩხენკელის ვიზიტი ბსუ-ში

სურათი

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრებს, ფაკულტეტის დეკანებს, საგანმანათლებლო პროგრამების,  ხარისხის სამსახურის და დარგობრივი დეპარტამენტის ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრას, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში და აჭარის ა.რ. განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი ესწრებოდნენ. მინისტრმა პროფესორ-მასწავლებლების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა.

შეხვედრისას მიხეილ ჩხენკელმა, განათლების მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, უმაღლესი განათლების მიმართულებით დაგეგმილი სიახლეების შესახებ ისაუბრა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს მინისტრმა ბათუმის განათლებისა და მეცნიერების ქალაქის კონცეფციაც გააცნო. მიხეილ ჩხენკელის თქმით, ქალაქი იქნება მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო კერა, რომელიც ბავშვების მეცნიერებით დაინტერესებას შეუწყობს ხელს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა