„საქართველო-ბრიტანეთის კულტურულ-საგანმანათლებლო ურთიერთობები“

სურათი

სასწავლო ცენტრის „ითიაი ორიათასის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია „საქართველო-ბრიტანეთის კულტურულ-საგანმანათლებლო ურთიერთობები“ გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ღონისძიებას ბსუ-ს რექტორი მერაბ ხალვაში, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დავითაძე, საგანმანათლებლო ცენტრის დამფუძნებელი ჯეოფ ჰარდი-გოული, რექტორის მოადგილე თამარ სირაძე, სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო მოხსენებები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: მარჯორი და ოლივერ უორდროპები საქართველოში, ბრიტანეთი საქართველოში - 1918-21 წლები, საქართველო-ბრიტანეთის ერთობლივი არქეოლოგიური ექსპედიცია - ურთიერთობის 15 წელი და მულტიმედიის ტექნოლოგიები ინგლისური ენის სწავლებაში.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა