ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართულ ენაში მომზადების პროგრამის სტუდენტი ზარინე მელტონიანი ესეების კონკურსის: „მე ვარ ტოლერანტი - თავისუფალი ადამიანი მრავალფეროვან სამყაროში“ გამარჯვებულია. კონკურსში საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები მონაწილეობდნენ. ღონისძიება „თსუ ახალგაზრდული ცენტრის“ ორგანიზებით „გაეროს ასოციაციის“ პროექტის PITA-ს ფარგლებში ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ზარინე მელტონიანს ულოცავს გამარჯვებას და უსურვებს წარმატებებს.
უკან |