ბსუ-ში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნა

სურათი

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რამდენიმე ღონისძიებით აღინიშნება. ბსუ-ს ეზოში საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა და იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ნატალია ლაზბამ საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „დროშების ისტორია“. საქართველოს სახელმწიფო დროშა საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზეა მიღებული, რომელიც ძალაში შევიდა 2004 წლის 14 იანვარს, საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ხელმოწერის შემდეგ.
სახელმწიფო დროშის დღე პირველად 2012 წლის 14 იანვარს აღინიშნა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა