ბსუ-ს დელეგაციის ვიზიტი პოლონეთში

სურათი

27-28 იანვარს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ რექტორის მოადგილე თამარ სირაძე, რექტორის მოადგილე ნათელა წიკლაშვილი და ასოცირებული პროფესორი ინგა შამილიშვილი, სტუმრად იმყოფებოდნენ პოლონეთის ქვემო სილეზიის ქალაქ ვროცლავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს ვროცლავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. ბსუ-ს დელეგაცია ასევე შეხვდა ვროცლავის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის, უცხოური ფილოლოგიისა და ეკონომიკის დეპარტამენტების წარმომადგენლებს და დასახა ურთიერთობის სამომავლო გეგმები.

ვიზიტის მეორე დღეს ბსუ-ს დელეგაცია შეხვდა ქვემო სილეზიის მარშალს, ვროცლავის მერს, საპატიო კონსულს, მთავრობის სხვა წარმომადგენლებს და მონაწილეობა მიიღო პოლონეთში დაღუპული ქართველი მეომრების სახელობის მოედნის გახსნაში. ვიზიტის ფარგლებში საფუძველი ჩაეყარა ვროცლავის მერიის უმაღლესი განათლებისა და კვლევის მრჩეველთა საბჭოსთან ურთიერთობას, რომლის მიზანია სტუდენტური პროგრამებისა და პროექტების ხელშეწყობა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა