ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ფიზიკური მედიცინა და სამედიცინო რეაბილიტაციის საგანმანათლებლო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტი გიორგი ლორთქიფანიძე საქართველოს ჩემპიონია ძალისმიერ სამჭიდში. სპორტსმენი ასპარეზობდა თბილისში გამართულ ძალისმიერი სამჭიდის საქართველოს ღია პირველობის სტუდენტთა და იუნიორთა შორის ორჭიდის კატეგორიაში. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს გიორგი ლორთქიფანიძეს გამარჯვებას და უსურვებს წარმატებებს.
უკან |