გამოფენა „საარქივო დოკუმენტები სტამბოლის ქართული სავანიდან“ გაიხსნა

სურათი

ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტისა და აჭარის. ა.რ. უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით გამოფენა „საარქივო დოკუმენტები სტამბოლის ქართული სავანიდან“. ღონისძიება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა, აჭარის. ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, აჭარის. ა.რ.  განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა და ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორმა როინ მალაყმაძემ გახსნეს. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მკვლევართა მიერ მოპოვებული 50-ზე მეტი საარქივო დოკუმენტი სტამბოლის ქართული სავანიდან, რომლებიც მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან მე-20 საუკუნის 80-იან წლებამდე პერიოდის საქართველოს საზოგადოებრივ-სოციალურ ყოფას და  პოლიტიკურ ვითარებას ასახავს. ღონისძიების ფარგლებში ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტსა და აჭარის. ა.რ. უმაღლესი საბჭოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ღონისძიებაზე გამოფენილ დოკუმენტებს შორის განსაკუთრებით საინტერესოა საზღვარგარეთ გახიზნული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის ამსახველი დღემდე უცნობი მასალები, მათ შორისაა არაერთი უნიკალური ფოტო და საქართველოს კონსტიტუციის სამუშაო ვერსია.

ნაყოფიერი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისათვის მადლობის სიგელი ბსუ-ს ემერიტუს პროფესორ შუშანა ფუტკარაძეს აჭარის. ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ  გადასცა, ხოლო ელზა ფუტკარაძეს, თამილა ლომთათიძეს, ნაილა ჩელებაძესა და შორენა ფუტკარაძეს ინსტიტუტის დირექტორმა როინ მალაყმაძემ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა