შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების 2020 წლის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის შედეგები ცნობილი. კონკურსში გამარჯვება მოიპოვა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ ნანა ხახუტაიშვილისა და ასოცირებულ პროფესორ ზაზა შაშიკაძის სამეცნიერო პროექტებმა: „კოლხეთის უძველესი რკინის მეტალურგიის ინტერდისციპლინარული კვლევები“ და „ორი ოსმალური დავთარი და დოკუმენტები ბათუმის შესახებ“.
სამეცნიერო პროექტის „კოლხეთის უძველესი რკინის მეტალურგიის ინტერდისციპლინარული კვლევები“ მისი მიზანია ისტორიული კოლხეთის ტერიტორიაზე არსებული უძველესი რკინის სადნობი სახელოსნოების შედარებითი ქრონოლოგიის განსაზღვრა დღეისათვის მიღებული არქეომაგნიტური და რადიოკარბონული მეთოდების გაუმჯობესებული ტექნოლოგიების გამოყენებით.
სამეცნიერო პროექტი „ორი ოსმალური დავთარი და დოკუმენტები ბათუმის შესახებ“ ითვალისწინებს 1700-იან წლებში შედგენილი ორი უმნიშვნელოვანესი ოსმალური ხელნაწერი დოკუმენტის - ,,ბათუმის სადროშოს ვრცელი და მოკლე დავთრების“ მეცნიერული დამუშავება-გაშიფვრას, თარგმნას, აკადემიური კვლევასა და მონოგრაფიად გამოცემა.
უკან |