
26-27 თებერვალს, 16:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 55-ე აუდიტორიაში ჭადრაკის ტურნირი „ბსუ-ს თასი - 2020“ გაიმართება.
ჭადრაკის ტურნირი იმართება ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტის, პირველი თანრიგოსანი მოჭადრაკის ლიკა ამყოლაძის ინიციატივით.
მხარდამჭერები:
· ბსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი
· აჭარის ჭადრაკის ფედერაცია
უკან |