
10 აპრილს, 13:00 საათზე, Zoom-ის ონლაინ პლატფორმაზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდება საჯარო ლექცია თემაზე - ,,ახალი კორონავირუსი (nCOV)-გამოწვევა მსოფლიოსთვის“. ლექციას ჩაატარებენ ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი, იმუნოლოგი, ლეილა ახვლედიანი, ბსუ-ს პროფესორი, მედიცინის დოქტორი სოფიო ბერიძე და აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ნიჟარაძე.
თემები:
ლეილა ახვლედიანი - "კორონავირუსის (COVID-19) ორგანიზმში შეჭრის გზები, მექანიზმები, უსაფრთხოების წესები"
სოფიო ბერიძე - "COVID-19-ჰოსპიტალური რესურსის მზაობა, რისკები, რეკომენდაციები"
ნინო ნიჟარაძე - "COVID-19-ეპიდემიოლოგია, პრევენციული ღონისძიებები, ჯანდაცვის სფეროს მზაობა"
უკან |